LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვიტერში მესის შვილის ვიდეო ვირუსულია, სადაც ბავშვი ბეტისის გოლს ხარობს: როგორ იყო სინამდვილეში (ვიდეო)

159
2662886-55080030-2560-1440

„ბარსელონას“ ფეხბურთელები ლიონელ მესი და ლუის სუარესი, რომლებიც ამჟამად ტრავმებს მკურნალობენ, ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ტრიბუნებიდან შვილებთან ერთად უყურებდნენ.

თამაშის შემდეგ ტვიტერში ვირუსული გახდა ვიდეო, თითქოს მესის შვილი მატეო „ბარსას“ კარში გატანილ გოლს ზეიმობს. სინამდვილეში ასე არ არის: მატეომ „ბარსელონას“ სახიფათო მომენტი გოლად მიიჩნია, ხოლო სუარესმა და მესიმ აუხსნეს, რომ ბურთი ბადეში არ აღმოჩნდა.

„ბარსელონამ“ 5:2 მოუგო „ბეტისს“. „ბლაუგრინაში“ პირველი გოლი გაიტანა ანტუან გრიზმანმა.
ორ მატჩში „ბარსას“ 3 ქულა აქვს, რადგან პირველი თამაში ბილბაოში 0:1 წააგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები