LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზები თბილისში თავისუფლად ჩადიან, ეს პრობლემა ყარაბაღისგან განსხვავდება – ფაშინიანი

238
nikol

სომხეთის პრემიერ-მინისტრი “სამხრეთ ოსეთის”, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების გაიგივებას არასწორად მიიჩნევს.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აუცილებელია, ამ საკითხებს შორის განსხვავების დემონსტრირება.

“ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ მაგალითად, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მცხოვრებლებს დღესაც კი მშვიდად შეუძლიათ საქართველოს დედაქალაქში – თბილისში ჩასვლა და ადგილობრივ ბაზრებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა, აუცილებელი პროდუქციის ყიდვა და შემდეგ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში დაბრუნება.

რუსეთის მოქალაქეს კი ბაქოს აეროპორტიდან უკან გზავნიან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის სომხურ გვარს ატარებს. ხანდახან, ეს მაგალითი უფრო სრულ წარმოდგენას ქმნის ყარაბაღის საკითხზე, ვიდრე მრავალსაათიანი ლექცია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g