გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ”ფორტუნას” გორის მუნიციპალიტეტეის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის მთლიანი ღირებულება 3 500 000 ლარია და მისი დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს 22,8 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური მილსადენის მოწყობა-რეაბილიტაციას. აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 427 650 ლარს შეადგენს.
პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება. 2017 წელს დაგეგმილია სათავე კვანძისა და რვა წყალშემკრები რეზერვუარის მოწყობა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.