ბრიტანეთს პრემიერის რეზიდენციას ახალი ბინადარი ჰყას. დაუნინგ სთრითზე ამიერიდან 15 კვირის ლეკვი დილინი იცხოვრებს. BBC წერს, რომ ბორის ჯონსონი ყოველთვის ცხოველების მოყვარული და გულშემატკივარი იყო. თავშესაფრიდან წამოყვანილ ძაღლს სახელი პრემიერ-მინისტრის მეგობარმა ქალმა კერი საიმონდსმა შეურჩია. ამის შესახებ ის „ტვიტერზე“ წერს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ლეკვი ერთ-ერთმა ფერმერმა მიატოვა. თავშესაფარში ის კატებთან ერთად ცხოვრობდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მას დაუნინგ სთრითის ცნობილ კატა ლარისთან ურთიერთობა არ გაუჭირდება.