„ერთი შეხედვით უნაკლო, იდეალურ ადამიანებში ის ბოროტება მაშინებს, რომელსაც საკუთარ თავში მალავენ“, – ამბობდა მე-19 საუკუნის გერმანელი მოაზროვნე და ფილოსოფოსი, რომლის ნააზრევი დღესაც არ კარგავს აქტუალურობას.
ცნობილი ადამიანების ციტატები
fortuna.ge გთავაზობთ ფრიდრიხ ნიცშეს ფრაზებს:
რაც არ მკლავს, ის მაძლიერებს!
ადამიანი არასდროს ენდობა საკუთარ თავს, ურჩევნია უყვარდეს სხვას და არა შეიყვაროს თვითონ, რათა წამით მაინც დაიჯეროს საკუთარი თავის.
რა საჭიროა მწარედ თქმა, თუ ვინმეს გაბრაზება გინდა, თქვი მასზე სიმართლე!
ის, ვინც ურჩხულს ებრძვის, განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდეს, რათა თავად არ იქცეს ურჩხულად.
თუ მოქმედება გადაწყვიტე, დახურე კარი ყველა ეჭვისთვის.
სიკვდილი ზედმეტად ახლოსაა, რომ არ გეშინოდეს სიცოცხლის.
საკუთარ თავზე მუდმივი ლაპარაკი, რეალური ბუნების შენიღბვის ერთ-ერთი საშუალებაა.
ტანჯვისგან განთავისუფლების ორი გზა არსებობს: სწრაფი სიკვდილი და მარადიული სიყვარული.
ნამდვილ მამაკაცს მხოლოდ ორი რამ უნდა – საფრთხე და თამაში. სწორედ ამიტომ ეძებს ქალს – ყველაზე სახიფათო სათამაშოს.
ის, ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, საკუთარი თავის ჯალათი ხდება.
მამაკაცის ბედნიერებას „მე მინდა“ ჰქვია, ქალისას კი, „მას უნდა“.
ქორწინებას არა სიყვარული, არამედ მეგობრობის სიმცირე ანგრევს.
რაც უფრო მეტს დუმს ადამიანი, მით უფრო ჭკვიანურს ამბობს, როცა ლაპარაკს იწყებს.
ხანგრძლივი და ძლიერი ტანჯვა ადამიანს ტირანად აქცევს.
ადამიანი წარსულსაა მიჯაჭვული, როგორც სწრაფად და შორსაც არ უნდა გაიქცეს, წარსულის ჯაჭვს მაინც ყოველთვის თან მიათრევს.
ბრბოში არაფერია საინტერესოა, მაშინაც კი, თუ შენ მოგყვება.