მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ინფლაციის დონე და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა – ეს ყოველივე განსაზღვრავს, თუ რამდენად მდიდარია სახელმწიფო. ამ მდიდარ სახელმწიფოში კი, ბუნებრივია, დასაქმებულებს ისეთი მაღალი ხელფასები აქვთ, რიგით ქართველს ერთი შეხედვით, არარეალურად რომ მოეჩვენება.
მოკლედ, ვიდრე ხელფასების დათვალზე გადავიდოდეთ, წარმოგიდგენთ ტოპ-5 უმდიდრეს სახელმწიფოს მსოფლიოში, ესენია: ყატარი, ლუქსემბურგი, სინგაპური, ბრუნეი-დარუსალამი და ირლანდია.
საქართველოში მამაკაცების ანაზღაურება ქალებისას 37%-ით აღემატება
ქალისა და კაცის საშუალო ხელფასები მომდევნო 30 წლის განმავლობაში არ გათანაბრდება
ყატარი
ძალიან პატარა სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე, რომლის უდიდესი ნაწილი უდაბნოა. მიუხედავად ამისა, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოების გამო, ყატარმა შეძლო და მსოფლიოს ნომერ პირველი მდიდარი ქვეყანა გახდა მსოფლიოში. აქ საშუალო ხელფასი 4 ათასი დოლარია. ყატარში არსებული კანონის მიხედვით კი, მინიმალური ხელფასი 300 აშშ დოლარზე ნაკლები არ შეიძლება იყოს.
ლუქსემბურგი
ეს არის ჯუჯა სახელმწიფო ევროპის დასავლეთ ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ოფშორულ ზონას. აღსანიშნავია, რომ ლუქსემბური მუდმივად ექცევა ინვესტორების ყურადღების ცენტრში და აქ მთელი მსოფლიოდან უმსხვილესი და უზარმაზარი ინვესტიციები იდება.
საშუალო ხელფასი ქვეყანაში დაახლოებით 6 ათასი დოლარია, ხოლო მინიმალური – 2,300 აშშ დოლარი. გარდა ამისა, სტატისტიკის თანახმად, ლუქსემბურგის ქალაქის ყველა მაცხოვრებელს აქვს საკუთარ ანგარიშზე დაახლოებით 300 ათასი დოლარი.
სინგაპური
ყველაზე მდიდარი ქვეყანა აზიაში. ის არის ისეთი ავიაკომპანიის მფლობელი, როგორიცაა: Singapore Airlines. ამ უკანასკნელს ქვეყნის ბუჯეტში ყოველწლიურად ლომის წილი შეაქვს.
2019 წელს საშუალო ხელფასი სინგაპურში 3 ათასი დოლარიდან 4 ათას დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასის ცნება, რადგან სინგაპურში ასეთი კანონი უბრალოდ არ არის. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, არაკვალიფიციური მუშები აქ იღებენ საშუალოდ 1 ათას აშშ დოლარს.
ბრუნეი-დარუსალამი
ქვეყანა სამხრეთ აზიაში, სადაც მმართველები სულთანები არიან. საინტერესო ფაქტია, რომ, ტრადიციულად, მთავრობაში ყველა თანამდებობა უნდა დაიკავონ მხოლოდ სულთანის ნათესავებმა. ქვეყნის თითქმის მთელი ეკონომიკა კი ნავთობის წარმოებასა და ექსპორტთან არის დაკავშირებული.
ბრუნეის მაცხოვრებლების საშუალო შემოსავალი თვეში 2.800 ათასი დოლარია, მინიმალური კი – 590 $.
ირლანდია
აგრარული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 1.5 მილიონი ადამიანია. ირლანდია მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სათავეში 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ამ პოზიციას მყარად ინარჩუნებს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქ საშუალო ხელფასი გაიზარდა და 3 ათას ევროს შეადგენს. მინიმალური შემოსავალი კი 1,450 ევროა – ამ თანხას ძირითადად ირლანდიაში დასაქმებული უცხოელები იღებენ.