სკარლეტ იოჰანსონი და მისი ტყუპი ძმა ჰანტერი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. სკარლეტი მუდამ აღნიშნავს, რომ ძმა მისთვის უახლოესი ადამიანია და ცხოვრებაში ყველა რთულ გადაწყვეტილებას მასთან ათანხმებს. მათი ხილვა ერთად კი დიდი იშვიათობაა, რადგან სკარლეტს არ უყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება.
ცნობისმოყვარე ფოტოგრაფებმა კი მაინც მოახერხეს პოპულარული და-ძმის ერთად გადაღება. სკარლეტი და ჰანტერი ბროდვეიზე დააფიქსირეს, სადაც სკარლეტი თეატრისკენ მიიჩქაროდა. იოჰანსონებს ერთნაირი, შავი ფერის სამოსი ეცვათ და მსგავსება ტყუპებს შორის აშკარად შესამჩნევი იყო.