ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს “ევროპული საქართველოს” დეპუტატები უსმენენ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომურის კითხვა წაუკითხა, რომელსაც გიორგი გახარიამ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს იყო შეფასება.
რა გახდა სხდომის შეწყვეტის მიზეზი?
მე თქვენ დაგასრულებთ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" გახარიას მოსმენა შეწყვიტა (ვიდეო)
“რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი?! თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა,” – ასეთი შინაარსის იყო მაკო გომურის კითხვა, რომელიც გიორგი გახარიას დეპუტატმა წაუკითხა.