ეს ულამაზესი შენობები ერთ დროს მოსაწყენ უსიცოცხლო კედლებს წარმოადგენდა. ფრანგი მხატვრის, პატრიკ კომესისა და მისი გუნდის დახმარებით კი ამ ბეტონის კონსტრუქციებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. თითოეული შენობა, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილას მდებარეობს, რეალისტურ სურათს მოგაგონებთ. ის საოცრად ლამაზია და განსხვავებულ ემოციას უქმნის დამთვალიერებელს, რომ არაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, ვინც ამ შენობებში ცხოვრობენ.
პატრიკ კომესი გუნდთან ერთად საფრანგეთის გარეუბნებში მუშაობს და სთრით-არტის ნოვატორად ითვლება.