ნინი შერმადინმა ახალი სიმღერის გამოსვლა დააანონსა. ,,წადი” – ასე ჰქვია სინგლს, რომლის რელიზის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მომღერლის ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ სიახლის პრემიერა კლიპთან ერთად შედგება. შავ-თეთრი მუსიკალური რგოლის რეჟისორის ვინაობა არ ხმაურდება, რადგან მას ამ ეტაპზე, თავის გამჟღავნება არ სურს.
მომავალი ჰიტის ავტორი და კომპოზიტორი – მაია კაჭკაჭიშვილია, არანჟირება აჩიკო ვანიშვილს იგივე რეპერ ძვალის ეკუთვნის, ხოლო ხმის რეჟისურაზე, თემო ნიკოლაიშვილმა იმუშავა.