ქორეორგრაფიული ანსამბლების ”გორდას” და „ქართული გენის“ წევრების მშობლების განცხადებით, მათი შვილები ამჟამად სტამბოლთან ახლოს, თურქეთის ქალაქ სილიმში იმყოფებიან. მშობლების ინფორმაციით, ანსამბლები ბულგარეთში გასტროლებზე იმყოფებოდნენ, 15 ივლისს კი ავტობუსით წამოვიდნენ და სილიმში გაჩერდნენ.
მშობლების თქმით, სულ დაახლოებით 50 ადამიანია. მათ ამოეწურათ საკვების მაგარი. მშობლები თურქეთის საკონსულოს რეაგირების მოხდენას და ბავშვებითვის დახმარების აღმოჩენას სთხოვენ.