ქართული ანსამბლების წევრებთან თურქეთის საკონსულოს ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს. როგორც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საკონსულოს წარმომადგენლები დახვდებიან მათ ქალაქის შესასვლელში. მიღებული იქნება ყველა ზომადა, რათა ანსამბლების წევრები უსაფრთხოდ დაბინავდნენ სტამბოლში, ვიდრე საქართველოში გამოემგზავრებიან.
მშობლების ინფორმაციით, ანსამბლები ბულგარეთში გასტროლებზე იმყოფებოდნენ, 15 ივლისს კი ავტობუსით წამოვიდნენ და თურქეთის ქალაქ სილიმში გაჩერდნენ. მშობლების თქმით, სულ დაახლოებით 50 ადამიანია.