ერევანში მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, თავდამსხმელების ერთადერთი მოთხოვნა ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებაა, თუმცა მისივე თქმით, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია.
შეიარაღებული ჯგუფი ერევნის გარეუბანში მდებარე პოლიციის განყოფილებაში დღეს დილით შეიჭრა და იქ მყოფი სამართალდამცველები დაატყვევა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა პოლკოვნიკი არტურ ვანონიანი, კიდევ ორი სამართალდამცველი კი დაიჭრა.