LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მეხუთეა: მსოფლიოს ულამაზეს ქვეყნებში ჩვენი სამშობლოცაა

18051
gamajoba

დედამიწაზე ყველა კონტინენტი უნიკალურია თავისი ბუნებით. მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც ბუნებრივი სილამაზით არიან განთქმული, ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებენ. ყოველი ქვეყანა გამოირჩევა განუმეორებელი ღირსშესანიშნაობებითა და ადგილებით, ამიტომ თითოეული კუთხე მიმზიდველი და საინტერესოა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც  მოგზაურობა უყვარს. ინტერნეტმა კი ადამიანებს მისცა საშუალება სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერონ შორეული ქვეყნები, ქალაქები, სიძველეები და ა.შ. ჩვენ დაგანახებთ მსოფლიო სილამაზეს და ჩამოგითვლით რამდენიმე ულამაზეს ქვეყანას.

 

არგენტინა

ეს არის ცხელი ქვეყანა სიცოცხლისმოყვარე ადამიანებით. ამ ქვეყანაში დაიბადა  “ტანგო”.  სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტები აქ სწორედ ამ ცეკვის სანახავად ჩამოდიან, რომლის სწავლაც პირდაპირ ქუჩაშიც შეიძლება. საექსკურსიო მარშრუტის ყველაზე მოთხოვნად ადგილს ეროვნული პარკი წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილია რამდენიმე სახეობის ცხოველი და არაჩვეულებრივი ბუნება. არგენტინაში ნებისმიერი  ტურისტის სასურველი ღირსშესანიშნავი ადგილი მოიძებნება.

 

ავსტრალია

ბუნების სილამაზით ეს ქვეყანა განთქმულია. ტერიტორიის სიდიდით ის მსოფლიოში მე-6 ადგილზეა და მე-2 ადგილს იკავებს ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების მიხედვით. სწორედ აქ მოიპოვება ნახშირის, ოქროს და ალმასის უდიდესი საბადოები. ავსტრალიაში 12 ათასი სახეობის ფლორა და ფაუნის სახეობაა წარმოდგენილი.

 

ბრაზილია

ეს ქვეყანა განთქმულია არა მხოლოდ თავისი ბუნებრივი სილამაზით, არამედ პოპულარულია ფეხბურთით და ცნობილი ფეხბურთელებით. ბრაზილიას კიდევ უფრო მომზიდველს ხდის “კარნავალი”, რომელიც ტრადიციული ხასიათის არის და მასში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან. ულამაზესი სანახაობა ტურისტებისთვის ერთ-ერთ მთავარ სამოგზაურო გეგმას წამოადგენს. ბრაზილიაში არის დედამიწის ფილტვებად წოდებული ამაზონის ჯუნგლები – პირველქმნილი ველური ბუნება თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით.

 

საბერძნეთი

როგორც ერთ-ერთი უქველესი ქვეყანა, თავისი ღირსშესანიშნაობებით, აღნიშნული ქვეყნების სიაში გახლავთ. მისი უძველესი შენობა-ნაგებობები, ისტორიული ძეგლები, ბუნების თავისებურებებით, ადგილობრივი კერძებით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ტურისტებისთვის სასურველ ადგილს წარმოადგენს. საბერძნეთი ცნობილია ლამაზი სანაპიროებით და საკურორტო ადგილებით.

 

საქართველო

როგორც მსოფლიოს ულამაზესი ქვეყანა, სიაში მეხუთე პოზიციაზეა. ეს არის ამაყი და ძლიერი ქვეყანა. ის ცნობილია როგორც განსაკუთრებული სტუმართმოყვარე ხალხით, სადღეგრძელოებით, თბილისის ტავერნებით, ხალხური ცეკვებით და ა.შ. აქ ჩამოდიან მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მინერალური წყლის “ბორჯომის” დასალევად, კავკასიის მთების სანახავად და შავი ზღვის სანაპიროებზე დასასვენებლად. საქართველოს სილამაზე არის მისი ისტორიული ძგლები, ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები, გამოქვაბულები და ქვის ქალაქი. აქ ძალიან ლამაზი ეზოები და პატარა სოფლებია. ქვეყნის სილამაზეს წარმოადგენს მაღალმთიანი დასახლებული ადგილები, მათ შორის სვანეთი. განსაკუთრებით ლამაზია ეროვნული პარკები. და რა არის საქართველო ნამდვილი მწვადის, თონის პურისა და უამრავი მწვანილის გარეშე.

 

 

იტალია

ეს არის განთქმული ქვეყანა თავისი ბუნებრივი მშვენებით, მდიდრული ქალაქებით, სიძველეებით. ეს არის ქვეყანა, სადაც არის ვატიკანი, ვენეცია და რომი. თავისი ისტორიული ფასეულობებით იტალია ტურისტებისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილს წარმოადგენს. აქ არის მოდის განვითარების კერებიც. არ შეიძლება არ ვისაუბროთ საფეხბურთი კლუბზე, რომელიც მილანშია. აქ არის თეატრალური დეკორაციები, ვენეციური კარნავალის ღამეები, ვაზი და ა.შ.

ინდოეთი

ეს არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მე-2 ადგილზეა. მედიცინით  ვერ დაიკვეხნის და მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს, მაგრამ ქვეყანა მაინც ვითარდება ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. ინდოეთი არის ქვეყანა, სადაც შეგხვდებათ იშვიათი და უნიკალური ბუნება. აქ ადამიანები განსაკუთრებულად ზრუნავენ სულიერ მდგომარეობაზე. ქვეყანაში რამდენიმე ენაზე საუბრობენ.

 

ესპანეთი

არა მხოლოდ ლამაზია თავისი ბუნებით, არამედ მზიანი და ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან აქ “სალვადორ დალის” სანახავად; უყურონ ადამიანების შერკინებას ხარებთან. ეს არის ფლამინგოს ქვეყანა. ესპანეთი ცნობილია თავისი არქიტექტურული შედევრებით. ტურისტების ვიზიტი განსაკუთრებით დიდია მადრიდსა და ბარსელონაში.

 

მსოფლიოს ულამაზესი ქვეყნების სიაში სულ 26 ქვეყანაა აღწერილი, თუმცა აღნიშნული ჩამონათვალი რა თქმა უნდა სრული არ არის.
აი ჩამონათვალში მოხვედრილი დანარჩენი ქვეყნები: კანადა, კენია, ჩინეთი, კოლუმბია, ლიხტეშტეინი, ნამიბია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, აშშ, ტანზანია, უგანდა, ფილიპინები, საფრანგეთი, ჩილე, შვეიცარია, შოტლანდია, სამხრეთ აფრიკა. 

მსოფლიოში ყველა ქვეყანა, თავისი ბუნებით, ადამიანებით, კულტურით, ტრადიციებითა და ღირსშესანიშნაობებით, არის უნიკალური.

mazda magti 5g