მიუნხენში მომხდარი თავდასხმების შედეგად, არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, თუმცა მიუნხენში მყოფი ფიქრია ოდიშელიძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე ამ დრომდე ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფება, ერთიც – „მაკდონალდსის“ შენობაშია.
“ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქართველოს საელჩოს გერმანიაში ორივე მათგანთან ჰქონდა კონტაქტი და საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან.
ტერიტორია, სადაც შეიარაღებული პირები ისროდნენ, პოლიციის ალყაშია.
ოდიშელიძის თქმით, ქალაქის ქუჩები სრულიად ცარიელია, თავად კი ერთ-ერთმა ქართულმა ოჯახმა შეიფარა.
რა ხდება ამ წუთებში მიუნხენში – ფოტოები ფიქრია ოდიშელიძემ მოგვაწოდა.
მიუნხენის პოლიციის ბოლო მონაცემებით, მომხდარი სროლის შედეგად მსხვერპლი 8-მდე გაიზარდა.