ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს 5 ოქტომბერს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.
"დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს" - აშშ-ს საელჩო
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდები თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე (#6) 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება.
„აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებო“ – გია ყანჩელმა ფილმი „შინდისი“ მუსიკალურად გააფორმა
84 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი გარდაიცვალა. ბოლო დროს კომპოზიტორი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და ხშირად გადიოდა მკურნალობის კურსს. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.
გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. ის მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა და თავის შემოქმედების სახით, ისევე როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნამდვილი მუსიკალური საგანძური დაუტოვა.
გია ყანჩელის 5 დაუვიწყარი მელოდია
