LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის პირველი ქართველი მწერალი, რომელიც ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა

1076
44290357-10213084099680449-5570621184761921536-n

29 წლის ბექა ადამაშვილი პირველი ქართველი მწერალია, რომელმაც შეძლო ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიეღო. ახალგაზრდა მწერალის მოთხრობები სხვადასხვა გაზეთებში მისი ადრეული ასაკიდანვე იბეჭდებოდა. ერთ-ერთი მოთხრობა, სახელწოდებით “წვიმის წვეთი” ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოში შევიდა. ბექა 2009-დან 2013 წლამდე მუდმივად აქვეყნებდა სატირულ-იუმორისტულ სტატიებს საკუთარ ბლოგზე ცხოვრებისეულ და სოციალურ თემებთან დაკავშირებით. მისი ბლოგები განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში.  როგორც ბლოგერი მრავალი კონკურსის გამარჯვებულია.

ბექამ ჟურნალისტიკის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა. 2014 წელს მან პირველი რომანი “ბესტსელერი” დაწერა, რომელიც მისი თქმით „სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა“ჟანრის რომანია ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე და პერსონაჟებზე და ყველაფერ იმაზე, რაც სასიამოვნო თუ უსიამოვნო ემოციებს გვრგვის წიგნის კითხვისას. მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა ქართულ საზოგადოებაში და ისეთ ლიტერატურული პრემიების შორთლისტში მოხვდა, როგორებიცაა: „საბა“ და „წინანდლის პრემია“. სწორედ “ბესტსელერმა” მოუტანა ბექას ეს დიდი წარმატება. ამ ლიტერატურულ კონკურსში იმ ახალგაზრდა ავტორებს აჯილდოვებენ, რომლებიც თავიანთი ნაწერით ევროპული ლიტერატურისა და კულტურის სიმდიდრეს წარმოაჩენენ.

2019 წელს კონკურსში საქართველომ და უკრაინამ პირველად მიიღო მონაწილეობა. მთლიანობაში 14 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა – ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

ახალგაზრდა მწერალი განსაკუთრებული იუმორის გრძნობით გამოირჩევა და კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურას.

magti 5g