LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის მოქალაქეები ამერიკასთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

307
uid-37964b667ad8d5956cdf84fa34e6b2811556437199899-width-720-play-0-pos-0-gs-0-height-405

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მან უკვე გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, აშშ-ს ტერიტორიაზე 90 დღე დარჩნენ.

ბოლო წლების განმავლობაში პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ვიზაზე უარის თქმის მაჩვენებელი ორ პროცენტამდე დაეცა, რაც უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.

გასულ წელს ტრამპი აცხადებდა, რომ უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონეთის უსაფრთხოებაა.მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ი ასევე განიხილავს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების საკითხსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g