LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან დიდი გაბედვა უნდა იმას, რომ ასეთი ნამდვილი ფაქტებით აჩვენო რუსი სალდაფონის ღორული სახე”

348
lia toklikishvili

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი ახალი ქართული ფილმის “შინდისის გმირების” ნახვის შემდეგ, საკუთარ შთაბეჭდილებებს “ფეისბუქზე” აზიარებს. 

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ პირველი ტრეილერი გამოვიდა (ვიდეო)

საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარზე“ - „შინდისის“ ახალი ტრეილერი გამოვიდა

მისი თქმით, ფილმი ძალიან ემოციურია.

გარდა ამისა, ჟურნალისტი ამბობს, რომ ფილმი სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით შეიქმნა და ამის გამო, მათთვის პრორუსობის დაბრალება სისულელეა.

“შინდისის გმირებიდან” მოვედი და დამხრჩვალი ვარ. ჩემ გვერდზე მჯდარი პატარა ბიჭი, რომელსაც ერთი ხელით გოგო ჰყავდა ჩაბღუჯული, მეორე ხელს თვალებზე ჩუმად ისვამდა 🙂 🙁 ძალიან დიდი გაბედვა უნდა იმას, რომ ასეთი ნამდვილი ფაქტებით აჩვენო რუსი სალდაფონის ღორული სახე და თავისი ქვეყნის გამო ერთნაირად გაალმასებული ბიჭების სიკვდილის ისტერიკა.

მადლობა დიტო ცინცაძეს, Irakli Solomanashvili – ს, ყველას.

და კიდევ ერთი, ძალიან მთავარი: ფილმი იწყება განცხადებით, რომელმაც ძალიან დამაფიქრა: ფილმი დაფინანსებულია სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით. ხომ უნდა ძალიან დებილი იყო, რომ ასეთი ფილმის მხარდამჭერ სახელმწიფო სტრუქტურებს პრორუსობა დააბრალო და იმას ანტირუსობა, რომელმაც შინდისის გმირები, კიდევ სხვა სოფლებისა და სახლების გმირები არყით გალეშილ რუს აფიცრობას შეატოვა და თვითონ თბილისისკენ უკანალში წიხლწბის რტყმით გამოიპარა. ამგვარი აზრების ტიტანებს არ მოგნიშნავთ,” – წერს ლია ტოკლიკიშვილი.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g