NDI-ს მიერ გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 26% კი – “ნაციონალურ მოძრაობას“.
10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% – “პატრიოტთა ალიანსს” მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისათვის, 2% – არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტურმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.