LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიის ჯარისკაცი ვარ და იქ ვიმუშავებ, სადაც პარტია მეტყვის-გუგული მაღრაძე (ვიდეო)

215
86a36404deedfd953558c66912c2cf2d-XL

“პარტიის ჯარისკაცი ვარ და იქ ვიმუშავებ, სადაც პარტია მეტყვის”,- ასე პასუხობს მმართველი პარტიის დეპუტატი გუგული მაღრაძე მთავარი არხის კითხვას 2020 წლისთვის მმართველ გუნდში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

მაღრაძე იმასაც აღნიშნავს, რომ შეთავაზება ჯერ არავისგან მიუღია. რაც შეეხება დეპუტატის სამომავლო გეგმებს, მაღრაძე ამბობს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ხასიათზე იქნება და რა იქნება საჭირო ქვეყნისთვის.

“არავის მიმართ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. ზოგი იქნება, ზოგი არ იქნება განახლება ხდება ყოველთვის. ვიღაცა დარჩება, ვიღაცა არ დარჩება, ეს ბუნებრივი პროცესია”, — აცხადებს ის.

მთავარი არხის ინფორმაციით, ნუკრი ქანთარია, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, სოფიო ქაცარავა და ალექსანდრე ერქვანია 2020 წელს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან. სწორედ ამ საკითხზე საუბრობდა გუგული მაღრაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g