LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტებზე ”მსგავსი” და ”ებრი” ტერმინების გამოყენება დღეიდან აიკრძალა

87

დღეიდან რძის ტექნიკური რეგლამენტი სრულად ამოქმედდა და ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, რძის ნაწარმის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება აიკრძალა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, თუმცა, ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობისთვის მწარმოებლებს დაუდგინდათ ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენებას სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითად, რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი.

შეგახსენებთ, რომ „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა, ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g