LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში უსახლკაროებს შტატის დასუფთავებაში საათში $9.25 უხდიან

175
web1-Picking-up-trash

არკანზას შტატში ადგილობრივი ხელისუფლება უსახლკაროებს საათში $9.25 ( რაც ორი დოლარით მეტია ადგილობრივი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასზე) უხდის, რათა შტატი დაასუფთავონ.

საუბარია შტატში დაგეგმილი ხიდის მშენებლობის გამო წარმოქნილ ნარჩენების მოგროვებაზე.

სამუშაოები 2020 წლის სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სოციალურად მოწყვლადი ადამიანებისთვის ძნელია იშოვონ სამუშაო სრული განაკვეთით. ამ ფორმით კი უსახლკარო ადამიანებს თანხის გამომუშავება ქალაქის დასუფთავებით შეეძლებათ.

ქალაქის მერი ფრანკ სკოტი ამბობს, რომ პროგრამამ უკვე გაამართლა და არ გამორიცხავს, რომ მოწყვლადი ჯგუფის დასაქმების ეს ფორმა კიდევ რამდენიმე წლით გაახანგრძლივონ.

პროგრამას უკვე 350 ადამიანი შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g