LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე გოგრიჭიანის საქმე და პირადი – აღიარება, რომელიც „ხელოვნურმა სუნთქვამ“ მოუტანა

1272

ბოლო რამდენიმე წელია, თორნიკე გოგრიჭიანი მსახიობ მამაკაცებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახედ მიიჩნევა. ისე მოხდა, რომ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ გამოჩენის შემდეგ მსახიობმა მალევე დაიმკვიდრა თავი და  მას შემდეგ სერიალების ერთ-ერთ ძირითად სახედ იქცა. თამაშობდა „ჯი-დი-ეს“-ის ორ სერიალში – „პარადოქსი“, სადაც ნანკა კალატოზიშვილს უწევდა პარტნიორობას და ცნობილი „ტიფლისი“, ერთ-ერთი გამომძიებლის როლში, რომელმაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაამყარა. იმავე არხზე მიჰყავდა გადაცემა კინოს შესახებ, სადაც ქართველ რეჟისორებს იწვევდა სტუმრად, თუმცა ამ გადაცემას დიდხანს არ უარსებია.

სერიალმა „გოგონა გარეუბნიდან“, ზუსტად ექვსი წლის წინ, თორნიკეს დიდი სიყვარული აპოვნინა. მსახიობი ნინო ქორიძე, რომელზეც მალევე დაქორწინდა და ყვითელ პრესას სალაპარაკოც მისცა, ვინაიდან წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა დღეს ამაზე არავინ საუბრობს… ექვსი წელი გავიდა, თორნიკე და ნინო ბედნიერად ცხოვრობენ და შვილი ჰყავთ, პატარა გოგონა, რომელიც ახლა „ხელოვნურ სუნთქვაში“, მამასთან ერთად თამაშობს და პატარა მელანოს განასახიერებს.

12359934_10153436262414121_8456656797384188185_nროგორც წყვილი იხსენებს, თავიდანვე მათ შორის აფეთქებასავით რაღაც მოხდა, ურთიერთობა სერიალის გადასაღები მოედნიდან მალევე განვითარდა და დიდხანს არც უფიქრიათ, ისე გადაწყვიტეს დაქორწინება. როგორც „ოქეისთან“ ინტერვიუში თორნიკემ აღნიშნა: „საკმაოდ განსხვავებულები ვართ, და სწორედ ესაა საინტერესო, რომ ორი განსხვავებული ადამიანი ერთად თავსებადია. ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება. ერთნაირები რომ ვიყოთ, ვფიქრობ, განზიდვის კანონი იმოქმედებდა. შესაძლოა ვთქვა, რომ თუკი ჩვენ შორის არის მსგავსება, ეს არის სიმშვიდისკენ სწრაფვა“.

ამავე ჟურნალთან საუბრისას მსახიობმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რას ნიშნავს, იყო იდეალური მამა: „იდეალური“ პირობითი ცნებაა. მე მგონია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, მასქსიმალურად აჰყვე შენს შვილს მის მოქმედებებსა და მოთხოვნილებებში – ცხადია, ადეკვატურობის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, შეუქმნა თავისი რეალური, თავისუფალი სივრცე და მიაწოდო სიყვარულის ის დოზა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი გაიზარდოს. მე ყოველდღიურად ვპოულობ საინტერესო ნიუანსებს ჩემს შვილში“, დასძენს თორნიკე გოგრიჭიანი.

„რუსთავი 2“-ზე ახლახან დაწყებულმა სერიალმა, რომელიც „ფორმულა კრეატივის“ მორიგი ქმნილებაა, „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ, რეიტინგი მალევე აკრიფა. დრამა ექიმ შოთიკოს შესახებ, რომელსაც ცოლი გარდაეცვალა და გოგონას მარტო ზრდის, მაყურებლის დიდი ყურადღება და სიმპათია დაიმსახურა. ყველა სერიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს. გუშინ გასულმა სერიამ კი, სადაც თორნიკე გოგრიჭიანს უწევს იმის განსახიერება, როგორია, როცა საყვარელ ქალს კარგავ, სოცქსელებში დიდი აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ და მსახიობს თამაში მოუწონეს. ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა დაწერა: „ვაიმე, ეს რა სერია იყო, მე მჭირდება ახლა ელექტროშოკი გულზე.  თორნიკე გოგრიჭიანმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა! გაადავირიე!“. სოცქსელში წაიკითხავდით სხვა ბევრ კომენტარსაც: „თორნიკე უძლირესი მსახიობია!..“, „უკომენტაროდ!. შოთიკოს ორივე ეპიზოდი უძლიერესი იყო, ყოჩაღ, მართლა. იმდენად ემოციურად განიცდის ყველა დეტალს, რომ მაყურებელსაც ანალოგიური შეგრძნებები აქვს. ენით აღუწერელი ამოციები დატოვა ჩემში…“

სერიალი მცირე ხნით დაემშვიდობება მაყურებელს და მეორე სეზონით დაუბრუნდება შემოდგომაზე, თუმცა მან თაყვანისმცემლების გული უკვე დაიპყრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g