LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობო-კოსტიუმის დახმარებით მამაკაცმა ოთხივე კიდურის ამოძრავება შეძლო

164
191004105331-02-paralyzed-man-robotic-suit-exlarge-169

მამაკაცმა, რომელსაც ოთხივე კიდურის დამბლა აქვს, სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით ოთხივე კიდურის ამოძრავება შეძლო.

28 წლის ლიონელი მამაკაცი, სახელად ტიბო მხრებს ქვემოთ პარალიზდა მას შემდეგ, რაც აივნიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. ტიბოს მხოლოდ მინიმალური მოძრაობების შესრულება შეეძლო ხელებით. იგი სპეციალური ჯოისტიკის დახმარებით მართავდა სავარძელს, რომელსაც გადაადგილებისთვის იყენებდა.

გრენობლის უნივერსიტეტის  მკვლევარებმა და ფრანგული ბიოტექნოლოგიური ცენტრის, Clinatec-ის წარმომადგენლებმა ტიბოს თავის ტვინსა და კანს შორის, თავის ორივე მხარეს,  სენსომოტორულ ქერქში  ჩაუნერგეს სპეციალური მოწყობილობები. ტვინის სწორედ ეს არეალი აგებს პასუხს მოტორულ ფუნქციებსა და  შეგრძნებებზე.

ელექტროდების ბადეები აგროვებდნენ ტვინის სიგნალებს და მონაცემებს გადასცემდნენ ალგორითმს, რომელიც ახდენდა მათ გაშიფვრას და გადააქცევდა მოქმედების ბრძანებებად. ბრძანებები იგზავნებოდა სპეციალურ ეგზოჩონჩხს, რომლის დახმარებითაც ტიბომ ოთხივე კიდურის ამუშავება შეძლო.

იგი ალგორითმის გონებრივად მართვას ორი წლის განმავლობაში სწავლობდა და  დღითიდღე აუმჯობესებდა შედეგებს.

ალგორითმის დახმარებით ტიბომ 145 მეტრის გავლა შეძლო. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ დღესვე სახლში თავისი ფეხით წასვლას ვერ შეძლებს, მან უკვე შეძლო გავლა და შეუძლია დაიწყოს მოძრაობა როცა უნდა, შემდეგ კი თავისი სურვილისამებრ გაჩერდეს.

კვლევის ავტორის, ნეიროქირურგისა და პროფესორ სტეფან ჩებარდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა, ეს კვლევა მაინც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია უამრავი პაციენტისათვის დახმარების გაწევის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. პროფესორ ჩებარდის ჯგუფმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კიდევ სამი პაციენტი შეარჩია, რომლებთან მუშაობის პარალელურადაც გაგრძელდება ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობა.

 

magti 5g