LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე “სხვის სახლს” წარადგენენ

87

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი” იქნება, ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.

“სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგება, სადაც ფილმი ასევე საკონკურსო პროგრამაში იღებს მონაწილეობას.

“სხვისი სახლი” საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

KADRI_FILMIDAN_SXVISI_SKHVISI_SAKHLI

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g