LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად იზრდება

83

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 131 ათასი ტონა შეადგინა, რაც ივნისის თვის მაჩვენებელს 26,2 ათასი ტონით აღემატება. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 54,6 ათასი ტონა, დიზელის საწვავის იმპორტმა კი 76,5 ათასი ტონა შეადგინა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 35,2  ათასი ტონა ანუ 64,5%;  A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 18,1 ათასი ტონა ანუ 33,1%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 1,3 ათასი ტონა ანუ 2,4%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ივლისის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 73,6 ათასი ტონა ანუ 96,2%, L-62 დიზელის საწვავი – 2,9 ათასი ტონა ანუ  3,8%.

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის ივლისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან – 39,2  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,3%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი  – 29,2 ათასი ტონა (22,3%),  თურქმენეთი – 25,8 ათასი ტონა (19,7%), ბულგარეთი – 15,0 ათასი ტონა (11,5%),  რუსეთი – 12,3 ათასი ტონა (9,4%), საბერძნეთი –  7,1 ათასი ტონა (5,4%), უკრაინა – 1,9 ათასი ტონა (1,4%).

 

magti 5g