ყავა, სოიოს ზეთი, პალმის ზეთი და ხილი – ეს სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომლებიც ევროპის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.
ევროპის ბაზრის კვლევა ორგანიზაცია PMCG-იმ ჩაატარა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ევროკავშირში იმპორტის მხრივ ყავა ლიდერობს. მართალია ყავა საქართველოში არ იწარმოება, მაგრამ არის რიგი პროდუქტები, რომელთა მოყვანა და ექსპორტზე გატანა ქართველ ფერმერებსაც შეუძლიათ.
PMCG-ის კვლევით ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ევროპის ბაზარზე სოიოა, რომლის იმპორტმაც ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის 32 მილიარდი დოლარი შეადგინა. არანაკლებ მოთხოვნადია პალმის ზეთი და ხილიც. ასე რომ, ქართველ ფერმერებს ამ პროდუქტებზე აქცენტის გაკეთებით, შეუძლიათ ევროპის ბაზარზე გასვლა და თავის დამკვიდრება.