დაძაბული სასიყვარულო ურთიერთობები, პრობლემები პარტნიორთან, ფინანსური კრიზისი და შიშები…
რა ელოდებათ ამ კვირის განმავლობაში ზოდიაქოს ნიშნებს:
ვერძი
სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, ვერძებისთვის ეს კვირა არც ისე ნაყოფიერი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მოტივირებული ხართ ცვლილებებისთვის, კარგად დაფიქრდით რამდენად ადეკვატური დრო შეარჩიეთ. შეეშვით რომანტიკულ ფანტაზიებს და სიტუაცია ობიექტურად შეაფასეთ.
კურო
გამოიყენეთ ეს კვირა თქვენ პარტნიორთან სამომავლო გეგმების განსახილველად. ჰკითხეთ საკუთარ თავს, საკმარისად ცდილობთ თუ არა ურთიერთობა გააუმჯობესოთ. კუროებს დიდხანს ფიქრი ჩვევიათ, თუმცა ეხლა დროა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ამ გზით, სასიყვარულო ცხოვრებას გაიმარტივებთ.
ტყუპები
თუ მეორე ნახევართან ბოლომდე არ გაიხსნებით და აუცილებელ რომანტიკულ საჭიროებებზე არ დაელაპარაკებით, თავს მარტოსულად და არაკომფორტულად იგრძნობთ. მოიხსენით დაძაბულობა და გამოიყენეთ ეს პერიოდი კონკრეტული საკითხების განსახილველად, რადგან ტყუპებისთვის ნაყოფიერი პერიოდია.
კირჩხიბი
მზად ხართ მსხვერპლი გაიღოთ თქვენი პარტნიორისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისიც ანალოგიურად მოიქცევა. ეს კვირა გამოავლენს თქვენი ურთიერთობის პერსპექტივას. კარგად უნდა გაიაზროთ, რომ ერთობლივი ძალისხმევა სიკეთის მომატანია. ეცადეთ ემოციები გააკონტროლოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება.
ლომი
პირადი ურთიერთობების მიმართ ძალიან ოპტიმისტურად ხართ განწყობილი. ნეგატიური ფიქრები და შიშები ეს კვირა არც კი გაგახსენდებათ. ენდეთ ინტუიციას და მოთმინებით დაელოდეთ სასურველ შედეგს. ეს კვირა სიურპრიზებითაც იქნება დატვირთული.
ქალწული
ამ კვირის განმავლობაში თქვენი სასიყვარული ურთიერთობის ფარულ მხარეებს გაეცნობით. მიხვდებით, რომ კონკრეტულ პიროვნებაზე მცდარი შეხედულება გაქვთ. რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. თუ გსურთ ნაკლებად დაიტანჯოთ მომავალში, ჯობია ყველაფერს ფარდა ახადოთ.
სასწორი
სასწორის ნიშნით დაბადებულებისთვის ეს კვირა დაძაბული იქნება. სასურველია, გულწრფელად ისაუბროთ გრძნობებზე პარტნიორთან. რაც უფრო მეტად გაიხსნებით, მით უფრო მეტ ნდობას მოიპოვებთ, მოთმინებით და სიმშვიდით აღიჭურვეთ.
მორიელი
სასიყვარულო ფანტაზიებსა და რეალობას შორის ზღვარის გავლება გიჭირთ, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის თქვენს პირად ურთიერთობას. ამ ფაქტორის გამო, ადეკვატურად ვერ აღიქვამთ გარკვეულ საკითხებს. მოერიეთ ვნებებს და გაფილტრული გონებით იმოქმედეთ.
მშვილდოსანი
ეს კვირა მშვილდოსნებისთვის მარტივი არ იქნება. პრობლემების გადასალახად, ჰაერივით გჭირდებათ პარტნიორის დახმარება, თუმცა დახმარების ხელს შესაძლოა უშედეგოდ ელოდოთ. გარკვეული მიზეზით, თქვენი მეორე ნახევარი, შესაძლოა, ამ სასურველ მომენტში, თქვენს გვერდით ვერ აღმოჩნდეს.
თხის რქა
ნუ ისაუბრებთ არარეალურ მოლოდინებზე პარტნიორთან, რადგან ამან შესაძლოა ურთიერთობაში შიშის და არასერიოზულობის ფაქტორი გამოკვეთოს. თქვენ უფრო მეტი მოლოდინი გაქვთ, მაგრამ ნუ გამოხატავთ ამ დამოკიდებულებას პარტნიორთან, რომელსაც შესაძლოა აშინებდეს კიდეც თქვენი ოპტიმიზმი,
მერწყული
ამ კვირის განმავლობაში გულწრფელად ისაუბრედ ფინანსურ საკითხებზე. დიდი შანსია ფინანსური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდეთ. თქვენ ან თქვენი პარტნიორი სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავთ. თუ სერიოზულად მიუდგებით ამ საკითხს და განიხილავთ, გამოსავალსაც მარტივად მოძებნით.
თევზები
ეს კვირა თევზებისთვის პოზიტიური იქნება. წვრილმანი თუ მსხვილმანი პრობლემების მიუხედავად, მაინც ახერხებთ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას, რაც შემდგომ დადებითად აისახება პირად ურთიერთობაზე. გამოიყენეთ ეს კვირა რომანტიკული საღამოების მოსაწყობად.