LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მეტრიანი ხაჭაპური და 3 მეტრიანი გებჟალია – სამეგრელოში “ხაჭაპურის ფესტივალი” გაიმართა (ფოტო/ვიდეო)

1602
48df02b4dfc91c31f64cf82113bd244c

სამეგრელოში, სოფელ რუხში, რომელიც რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება “ხაჭაპურის ფესტივალი” გაიმართა.

ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 37 ადამიანი მონაწილეობდა.

მომზადდა: იმერული, მეგრული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური ხაჭაპურები.

ფესტივალზე მრავალი სახის ხაჭაპური გამოჩნდა, რომელთა შორის იყო თაფლით, ჭინჭრით, ჭარხლით, მწყრის ხორცით და მაყვლით მომზადებული.

ადგილზე გაიმართა მასტერკლასი ხაჭაპურის ცხობაში. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა რეგიონის ხაჭაპურების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.

მომზადდა 4 მეტრიანი ხაჭაპური და 3 მეტრიანი გებჟალია.

ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მიზანია საქართველოსა და ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის – ხაჭაპურის – პოპულარიზაცია.

https://www.facebook.com/gochalemonjaria/videos/2727316480626517/

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები