LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Crazy P სრული შემადგენლობით საქართველოს პირველად ეწვევა და კონცერტს „რესპუბლიკაში“ გამართავს

208
crazy-p-news

25 ოქტომბერს, „რეფაბლიქ ივენთს“ მულტიფუნქციურ სივრცეში „რესპუბლიკა“ კიდევ ერთი საინტერესო მუსიკალური გამოცდილების მისაღებად გიწვევთ. მაყურებლის წინაშე წარდგებიან ქართველი მომღერალი Creams, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Crazy P და ქართველი დიჯეი ერეკლე თაბუკაშვილი პროექტით Tobacco Twins.

საღამოს ქართული ტრიპ ჰოპის მიმდინარეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი, Creams-ი გახსნის. ნათია ჭიჭინაძემ  ამ ფსევდონომით ფსევდონიმით მუსიკის წერა 14 წლის ასაკში დაიწყო და საკუთარი თავი არაერთ ჟანრში გამოცადა. ენერგიული და იმავდროულად, მელანქოლიური მუსიკა ყველას თქვენს საკუთარ სამყაროში გამოგზაურებთ.

რაც შეეხება საღამოს მთავარ გმირებს, ბრიტანული საცეკვაო მუსიკის ინოვატორი Crazy P საქართველოს სრული შემადგენლობით  პირველად ეწვევა.  აქამდე Crazy P-ს კონცერტი გაიმართა მხოლოდ დიჯეისა და ვოკალის შემადგენლობით, ახლა კი თბილისში ჩამოდიან ჯიმ ბარონი, კრის ტოდი, დანიელ მური, მეტ კლოსი და ჯეიმს დევისი.

20 წლის წინ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ჯგუფმა Crazy P მსოფლიო კლუბურ სცენაზე აღიარება საოცარი ლაივშესრულებითა და უნიკალური ტექსტების შექმნით მოიპოვა.  მათი შემოქმედებითი გზა 1995 წელს დაიწყო, როდესაც ლონდონის ტრენდულ უბანში, ნოტინგ ჰილში, ჯიმ ბარონი და კრის ტოდი ერთმანეთს შეხვდნენ. პირველი წარმატებული ნაბიჯების შემდეგ, ჯგუფს ვოკალისტი, დანიელ მური, დრამერი მეტ კლოსი და ბასისტი ტიმ დევისი  შეუერთდა. დღესდღეობით ისინი ელექტრომუსიკას ქმნიან, სადაც ჰაუს მუსიკის მელოდიას დისკო და სოულის რითმები ერწყმის.

მსმენელის განსაკუთრებულ ყურადღებას Crazy P-ს ვოკალისტი, დანიელ მური დაუყოვნებლივ იპყრობს, რადგან მისი ხმა და სცენური ფიზიკური დატვირთვა ერთმანეთს საოცრად ერწყმის. ამ ყველაფრის ნახვა და შეგრძნება კი 25 ოქტომბრის ღონისძიებაზე თავად შეგიძლიათ.

საღამოს ქართველი დიჯეი, ერეკლე თაბუკაშვილი დაასრულებს, რომელიც 5 წელია, რაც კლუბურ სცენაზეა და მისი მუსიკა ძირითადად ჰაუსს, ჰაუსს დისკოსა და ფანკ ჟანრებს მოიცავს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g