LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს: ორი ქალბატონის მდგომარეობაც კრიტიკულია

111
73444836

გუშინ ზუგდიდში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება. მათ შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა, რამაც განაპირობა მისი თბილისში გადაყვანა. პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შესაბამისი წესების დაცვით წუხელ გვიან დედაქალაქში წაიყვანა. ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი განმარტავს. მისივე განცხადებით, დანარჩენი ორი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ასევე ავარიის დროს დაშავდნენ, კრიტიკულია. პაციენტი თბილისში ოჯახის მოთხოვნით გადაიყვანეს.

ზუგდიდში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ორი დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება

შემთხვევა გუშინ ზუგდიდის რაიონში, ნაწულუკუში მოხდა და ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მანქანას, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საპატრულო მანქანა გაეკიდა და რამდენჯერმე მოხდა მათი გაფრთხილება, თუმცა მძღოლი პატრულის თანამშრომლების მოთხოვნას არ დამორჩილებია.

გამოძიება უკვე დაწყებულია შესაბამისი მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g