LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძის პროდუქტების საწარმო „ახალი მესხეთი“ პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა

270

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის პროდუქტების საწარმო ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოში, – „ახალი მესხეთი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამა შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში შეიქმნა,  დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასეთი საწარმოები უნდა გახდეს მაგალითი რეგიონში სხვა მეწარმეებისთვის, ვინაიდან დღეს სახელმწიფოს მხრიდან არის ყველანაირი ინსტრუმენტი, რათა ხელი შეეწყოს ახალი საწარმოების მშენებლობას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი საწარმოს არსებობა მესხეთში, განსაკუთრებით სუფთა ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

საწარმო დღეში 12 ტონამდე ადგილობრივ ნატურალურ რძეს იბარებს გადასამუშავებლად და ევროპული სტანდარტების მიხედვით უშვებს ყველის პროდუქციას, რომელიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, სუპერმარკეტებში იყიდება. საწარმოს შემქმნელები, სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებასაც გეგმავენ.

„ვფიქრობთ, ძალიან კარგია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ორი ტრანშით ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შეიქმნა, სადაც დასაქმებულია ათეულობით ადამიანი. საწარმო ადგილობრივ პროდუქციას იბარებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ირიბად, ამ საწარმოთი უკვე ასეულობით ადამიანი სარგებლობს, ვინაიდან ისინი ადგილობრივი რძის პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საწარმოს პირველადი ინვესტიცია 120 000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 60 000 აშშ დოლარი „ახალმა მესხეთმა“ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მიიღო. 2015 წელს კი, ბენეფიციარმა, დამატებით 140 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი მიიღო, რითაც საწარმოო სიმძლავრეები გააფართოვა.

magti 5g