LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში თელავივის მაქაბისა და თბილისის დინამოს ლეგენდარული ვეტერანების მატჩი გაიმართება

108

24 აგვისტოს თელავივის საკალათბურთო „მაქაბის“ ლეგენდარული ვეტერანი წევრები საქართველოს ეწვევიან.

დორონ ჯამჩი, ტალ ბროდი, ალონ ბებ ზაკენ, ერან ბერგშტეინ, დანი გუტ, გურ ამსტერდამერ, ზახი ბუტბიკა, ლიორ გურშონოვიჩ, რონი ბუსანი, მოტი ბენ დავიდ, ოლსი პერი, დავიდ ქვოდი, დანი ფედერმანი თბილისში სპეციალურად, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით, ჩამოდიან და თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ცნობილ ქართველ ვეტერან კალათბურთელებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ქართული მხრიდან ითამაშებენ ნოდარ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, თამაზ ჩიხლაძე, პაატა გურასპაული, გია სანაძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გივი ბიჭიაშვილი, ზაზა ღონღაძე.

მატჩის დაწყებამდე „ლა ბელ სპორტის“ მოცეკვავეთა ჯგუფი ზუმბას იცეკვებს, ქართველი მომღერლები კი რამდენიმე ებრაულ და ქართულ სიმღერას შეასრულებენ. სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა მაისურები ისრაელისადმი სოლიდარობის გამომხატველი წარწერით.

თამაში 16:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები