ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროექტების განხორციელებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი, სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინა.
აღნიშნული ავტომობილები გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისთვის გამოიყენება და მათი განთავსება ღია სივრცეებში მოწყობილი თავშეყრის ადგილებზე, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავსს ლოკაციებზე იგეგმება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორების შესახებ საგანგებო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, ჯანდაცვის კომიტეტისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და სხვები.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გვერდზეა განმარტებული, ახალი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით პარამედიკოსები ოპერატიულ რეაგირებას სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის ავტომობილებისთვის რთულად მისაწვდომ ლოკაციებზე შეძლებენ.
ტაქსის რეფორმა წარმატებულია, ახალი წელი წელს ადრე დადგება – მერიაში მთავარი თემა ისევ სატრანსპორტო პოლიტიკაა