საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მორიგ ინიციატივას, წყალტუბოს აღორძინების პროექტზე მუშაობის დაწყებას გამოეხმაურა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სააკაშვილი ამბობს, რომ წყალტუბოს განვითარება ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მან დაიწყო.
„2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება. ჩვენ ავუშენეთ დევნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან და შემდეგ უკვე დავიწყეთ ამავე სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო და შემოსავლის წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაქეშში, მაშინდელ მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროს „მამუნიასი“ და ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმ, ყოფილ „შახტიორის“ ადგილზე. ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, ამის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. პარკში, რომელიც ჩვენ ავიღეთ, მსოფლიო ბანკის პროექტით გავაკეთეთ, ვდგამდით ზუსტ ასლს ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების „კარაკალასი“, ოღონდ გაუმჯობესებულს, გათანამედროვებულს, მსოფლიოში უნიკალურს.
კიდევ, ჩვენ გვქონდა პროექტი პრაქტიკულად ყველა სხვა ტურისტულ ობიექტზე და ეს ყველაფერი, ძირითადი ნაწილი უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ბოლომდე, დანარჩენი კიდევ ორი წლის შემდეგ”- ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველაფერი - ბიძინა ივანიშვილის მადა და გეგმები იზრდება
"საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე".
მისივე თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან ყველა პროექტი შეაჩერა.
,,კიდევ, ჩვენ გვქონდა პროექტი პრაქტიკულად ყველა სხვა ტურისტულ ობიექტზე და ეს ყველაფერი, ძირითადი ნაწილი უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ბოლომდე, დანარჩენი კიდევ ორი წლის შემდეგ. ივანიშვილი მოვიდა, ყველაფერი გააჩერა, ვერ გააჩერა ერთადერთი პარკი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იყო დაკონტრაქტებული. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები, იყო რაც უნდა გაკეთებულიყო. რაც მთავარია, მან მოკლა ქუთაისის პარლამენტი და წყალტუბო არის გაგრძელება პარლამენტის კომპლექსის“, – აცხადებს სააკაშვილი.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.
ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს კურორტის რეაბილიტაციის დაანონსებას პოლიტიკურ სპექტრსი უკვე მოჰყვა შეფასებები.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს”დამფუძნებელი ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველობასა და “კეთილშობილებით შენიღბულ რეკეტში” ადანაშაულებს.
კილაძე: როდესაც ხაზარაძე ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა, ივანიშვილი უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა