რამდენიმე საათის წინ, ლოს ანჯელესის აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
მიზეზი სროლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა.
ადგილობრივმა პოლიციამ ტერმინალებიდან მგზავრები და პერსონალი გაიყვანა.
დროებით შეჩერდა რეისებიც. CNN-ის ცნობით, აეროპორტში სროლა არ მომხდარა.
პანიკა ზოროს კოსტიუმში გამოწყობილმა საეჭვო ადამიანმა გამოიწვია.
შემოწმებების შემდეგ აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
ამ დროისთვის ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.