LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ თქვა, თავისი რომელი გოლი უყვარს ყველაზე მეტად (ვიდეო)

144
juventus-quarter-final-madrid-uefa-champions-league-cd8a0718-ab7a-11e8-abd2-5c322fa89f61

„იუვენტუსის“ თავდასმხმელი კრიშტიანო რონალდო მოყვა, კარიერის განმავლობაში გატანილი რომელი გოლია ყველაზე საყვარელი.

გაირკვა, რომ 34 წლის პორტუგალიელის ასობით გატანილი გოლიდან, ყველაზე მეტად დაამახსოვრდა „რეალის“ რიგებში გატანილი მაკრატელა ჩემპიონთა ლიგის მატჩში… „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, 2017/18 წლების გათამაშების პირველი მეოთხედფინალი ტურინში გაიმართა და მადრიდელებმა 3:0 მოიგეს. რონალდომ ორჯერ გაიტანა. მეორე ბუფონს მაკრატელათი შეუგდო და სწორედ ეს დაასახელა საუკეთესოდ.

– თუ მკითხავთ საყვარელი გოლის არჩევას, დავასახელებდი „იუვენტუსის“ კარში გატანილს. ასეთის გატანას მრავალი წელი ვცდილობდი. ეს არაჩვეულებრივი იყო, ასეთი გოლები დიდხანს რჩება მეხსიერებაში, – თქვა რონალდომ.

საინტერესოა, რომ „იუვეს“ ქომაგების ნაწილი იმ გოლს აპლოდისმენტებით შეხვდა. მალე რონალდო „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა.

 

კარიერის განმავლობაში რონალდომ, რომელიც „სპორტინგში“, „მანჩესტერში“, „რეალსა“ და „იუვენტუსში“ გამოდიოდა, 701 გოლი გაიტანა, ამაში ნაკრებში გატანილი გოლებიც შედის.

მიმდინარე სეზონში რონალდომ 10 მატჩი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები