LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ხელისუფლებას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

334
73210020-1909249205888282-5370342023616266240-n-e1572444891632

სამოქალაქო მოძრაობა “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ხელისუფლებას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია აღნიშულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას აანონსებს.

ორგანიზაციაში საგანგაშო მდგომარეობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბოლო სამ თვეში 17-მდე ახალგაზრდამ თავი თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა.

„აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პირველ საჯარო შეკრებას იწყებს - ანა დოლიძე აქციას გამართავს

აზარტული თამაშების წინააღმდეგ 1 ნოემბერს კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებამ „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დამუშავებული კანონპროექტი 9 თვის განმავლობაში თაროზეა შემოდებული და აუცილებელია დაიწყოს მისი საპარლამენტო და საკომიტეტო მოსმენები. გაგვაგებინოს მთავრობამ, რას ფიქრობს, რა აქვს ჩაფიქრებული. თუ იმას ფიქრობენ, რომ 2020 წელი მოდის და ეს მსუყე ლუკმა იქნება, ნურას უკაცრადავ, ჩვენ მანამდე მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენ მანამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება კანონპროეტის განხილვები უკვე დაიწყოს“, – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ „დედები აზარტული თამაშების წინააღდეგ“ წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტი დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ხელმეორედ დაარეგისტრირა, რადგან პირველადი ვერსია პარლამენტმა არ განიხილა.

2020 წლის 1-ლი იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.

„ყველას ვაფრთხილებთ! არავის მივცემთ ამ თემით მანიპულირების უფლებას“ – აზარტული თამაშების პრობლემა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g