ახალი სერიალის „დილის შოუს“ პრემიერა უკვე შედგა, მისი მთავარი გმირები, ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი არიან. პრემიერას სხვა ვარსკვლავებიც დაესწრნენ.
შეგახსენებთ, დილის შოუ ჟურნალისტების პროფესიული და პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ცნობილი შოუს Good Morning America-ს წამყვანის სამუშაო ადგილისთვის ერთმანეთს ჯენიფერისა და რიზის გმირები უპირისპირდებიან.
სერიალის პრემიერა Apple TV Plus-ზე, 1-ელ ნოემბერს გაიმართება.
https://www.youtube.com/watch?v=eA7D4_qU9jo