კრიშტიანო რონალდოს უფროსი ვაჟი – კრიშტიანო-უმცროსი „იუვენტუსის“ 9 წლამდელთა გუნდში საოცრად თამაშობს.
ბიჭმა ტურინელთა რიგებში 28 მატჩი ჩაატარა, 58 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი მისცა.
მამა-შვილმა „იუვენტუსში“ თამაში ერთდროულად დაიწყეს – 2018-ის შემოდგომაზე, მაგრამ ამ პერიოდში რონალდო-უფროსმა მხოლოდ 34 გოლი გაიტანა 54 შეხვედრაში.
— Cristiano Ronaldo (@Cristiano) October 14, 2018
წლევანდელ სეზონში კრიშტიანო-მამამ 6 გოლი შეაგდო.