LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაკაცის სიყვარულის შენარჩუნების საუკეთესო მეთოდი – მის ცოლობაზე უარის თქმაა“ – კატრინ დენევის ცნობილი გამონათქვამები

2163
კატრინ დენევი

„არ ვთვლი საკუთარ თავს ლამაზ ქალად. მე მხოლოდ ქალი ვარ, რომელიც კარგად გამოიყურება, თუმცა ყოველთვის არა!“, – აღნიშნა კატრინ დენევმა, რომელიც დიდი ხანია სილამაზის და დახვეწილი ფრანგული გემოვნების ეტალონად ითვლება.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ კატრინ დენევის ცნობილ გამონათქვამებს:

თუ კარიდან შესვლა ვერ შეძელი, ფანჯრიდან სცადე!

მამაკაცის სიყვარულის შენარჩუნების საუკეთესო მეთოდი – მის ცოლობაზე უარის თქმაა.

ნამდვილი ქალი – გონება, მომხიბვლელობა, სიკეთე და იუმორის გრძნობაა.

ისევე მეშინია სიყვარულის, როგორც ტკივილის, რადგან ნებისმიერ სიყვარულს ტკივილი ახლავს თან.

სანამ განქორწინება არსებობს, ქორწინებას აზრი აქვს.

ნუ შეგეშინდება გაიზარდო, რადგან ნებისმიერ ასაკს თავისი ხიბლი აქვს. გასული წლები – გამოცდილებაა, აწმყო კი, სიბრძნე, სიმშვიდე და უკვე მომხდარის ობიექტურად შეფასების უნარი.

სილამაზეს ფასი არ აქვს, თუ მისი „ტარება“ არ იცი.

ქალის ყველაზე დიდი წარმატება – მისი შვილებია.

მამაკაცი ამბობს, „მოდი დავიწყოთ თავიდან…“ გულში კი, ფიქრობს, „რადგან უკეთესი ჯერ ვერავინ ვიპოვე“.

სიყვარული და სიძულვილი – პრაქტიკულად ერთიდაიგივეა.

ნურასდროს იქნები სხვის აზრზე, გემოვნებაზე დამოკიდებული. დატკბი საკუთარი სილამაზით და მიიღე ის, როგორც უდიდესი ძღვენი.

ძალიან რთულია, როცა ვიღაცის ოცნება ხარ!

ახალგაზრდობაში უფრო მეტს დარდობ და განიცდი, ყველა წვრილმანს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამ და მნიშვნელოვნად გეჩვენება, ასაკის მატებასთან ერთად კი, ბევრი უფასურდება და შენც მსუბუქად, ზოგჯერ გულგრილად ცხოვრებას სწავლობ.

ეცადეთ ხშირად იმღეროთ, სიმღერა გულს ათბობს.

რა თქმა უნდა, არსებობს ბედნიერება, თუმცა ნებისმიერ ბედნიერებას თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდა ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს.

ფლირტი წამლის აბს ჰგავს, რადგან ვერასდროს განსაზღვრავ გვერდით მოვლენებს.

მამაკაცები კარგი ხალხია, მაგრამ ქალებს განსაკუთრებული მაგია გვაქვს.

mazda magti 5g