სანტას ოთახი, სავარძელი, ბუხარი და სანტას სამზარეულო – ორსართულიანი კომპლექსი 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება და სივრცე რამდენიმე ზონად დაიყოფა.
როგორც მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, კომპლექში ნაძვის ხის გარდა, სანტასთვის სავარძელი, მაგიდა, სკამი, დეკორატიული ბუხარი და ასევე დეკორატიული საათი იქნება.
ორსართულიანი კომპლექსში სანტას ოთახის გარდა, სანტას სახელოსნო, კინო ჩვენების სივრცე და სანტას სამზარეულო დაგხვდებათ.
სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 258 026 ლარია. წინადადებების მიღებაკი 9 ნოემბერს დაიწყება და 12 ნოემბერს დასრულდება.
ცნობისთვის, დედაქალაქი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შევხდება.
უფრო ვრცლად იხილეთ აქ:
მერია იტალიურ ნაძვის ხესა და საახალწლო განათებებში 2.8 მილიონ ლარს იხდის
თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება