LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია იტალიურ ნაძვის ხესა და საახალწლო განათებებში 2.8 მილიონ ლარს იხდის

1210
25790933-1976952405654683-8000112711444447519-o

დედაქალაქი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შევხდება. მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო.

მუნიციპალური კომპანია “თბილსერვის ჯგუფის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – იტალიურმა IDO SRL-მა მიიღო.

კომპანია 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხეს 304,8 ათასი ევროდ მიაწვდის „თბილსერვის ჯგუფს“.

3 000 ცალი ნაძვის ხის მწვანე ტოტითა და LED განათებებით იქნება გაფორმებული.

რაც შეეხება სხვადასხვა აქსესუარებსა და ახალ განათებებს, მათი შეძენა 525 ათასი ევრო დაჯდება.

თბილსერვის ჯგუფმა შესაბამისი ელექტრონული ტენდერი 29 ოქტომბერს გამოაცხადა, მოწოდების ვადად კი 2019 წლის 15 დეკემბერი განისაზღვრა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო განათებების ესკიზი ასეთია:

ცნობისთვის, საახალწლოდ თბილისში “სანტას კომპლექსი” მოეწყობა. როგორც მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, კომპლექში ნაძვის ხის გარდა, სანტასთვის სავარძელი, მაგიდა, სკამი, დეკორატიული ბუხარი და ასევე დეკორატიული საათი იქნება.

საახალწლოდ თბილისში “სანტას კომპლექსი” მოეწყობა (ფოტოები)

 

mazda magti 5g