კახი კალაძის ჩაცმულობის სტილი მუდამ ექცევა ყურადღების ცენტრში. სანამ მერი გახდებოდა, კალაძეს ორიგინალური ფორმის წითელი შარვალი დაუწუნეს, მერად გახდომის შემდეგ, ვეფხვისებური კედები, ახლა კი ჯერი ისევ შარვალზე მიდგა.
![]()
თბილისის მერი ერთ-ერთ შეხვედრაზე ჯინსის ფართხუნა შარვლით გამოცხადდა, რომელთანაც შავი პიჯაკი და შინდისფერი ფეხსაცმელი შეახამა.
კახი კალაძის ამ ჩაცმულობამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგს მოეწონა, ზოგს – ნაკლებად. თქვენ რას ფიქრობთ?


