LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამიშვილზე აფეთქებისას დაშავებული 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

479
აფეთქება

დაახლოებით 10 დღის წინ, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი  გარდაიცვალა.

ინფორმაციას ხეჩინაშვილის კლინიკაში ადასტურებენ. მანამდე კი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესებული იყო და მართვით სუნთქვაზეც აღარ იმყოფებოდა

არსებული ინფორმაციით, მას სხეულის 65% დამწვარი ჰქონდა.

შეგახსენებთ, გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფექება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა.

რაც შეეხება კორპუსს, მისი გამაგრებითი სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. 

magti 5g