სამთვიანი ერთად ყოფნის შემდეგ ტეილორ სვიფტი და ტომ ჰიდლსტონი დაშორდნენ, ინფორმაციას ჟურნალი PEOPLE ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, წყვილი ყოველგვარი სკანდალების და ხმაურის გარეშე, მშვიდობიანად დაშორდა.
სვიფტი და ჰილდსტონი პაპარაცებს უკვე ერთი თვეა, არ დაუფიქსირებიათ ერთად. საბოლოოდ ისინი 27 ივლისს რესტორან „ჰილსტონში“ გადაიღეს, სანტა მონიკაში.
ცოტა ხნის შემდეგ კი ბრიტანელი მსახიობი ფილმის გადასაღებად ავსტრალიაში გაფრინდა.
ტეილორ სვიფტი და ტომ ჰიდლსტონი ერთად ივნისიდან იყვნენ, ტეილორმა მასთან შეხვედრები ჯერ კიდევ ყოფილ მეგობარ მამაკაცთან, კელვინ ჰარისთან ყოფნისას დაიწყო.