LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუსტიციის მინისტრი ლიდერობს” – როგორ იცვლებოდნენ მინისტრები 2012 წლიდან დღემდე

343
mtavroba

განათლების მინისტრის – მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლას სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოების წევრები აქტიურად ეხმაურებიან და იხსენებენ, როგორ იცვლებოდნენ მინისტრები წლიდან წლამდე.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ერთგვარ სტატისტიკას აქვეყნებს, რომელი მინისტრი რამდენჯერ შეიცვალა 2012 წლიდან დღემდე.

საინტერესოა ერთი დეტალი – 2019 წლის ივნისამდე ორი შეუცვლელი მინისტრი ჰყავდა ქვეყანას – დავით სერგეენკო და თეა წულუკიანი. მიმდინარე წლის 18 ივნისის შემდეგ კი ერთადერთი მინისტრი, ვისაც არ ცვლის ხელისუფლება, თეა წულუკიანი.

“2012 წლიდან დღემდე შეიცვალა: პრემიერმინისტრი 5- ჯერ ,ეკონომიკის მინისტრი 5- ჯერ, თავდაცვის მინისტრი 5-ჯერ , შინაგან საქმეთა მინისტრი 5-ჯერ; სოფლის მეურნეობის მინისტრი 4-ჯერ, განათლების მინისტრი 4 – ჯერ
ფინანსთა მინისტრი 3-ჯერ ინფრასტრუქტურის მინისტრი 3-ჯერ და ჯანდაცვის მინისტრი 2-ჯერ ! ხოდა მინისტრების ასეთი როტაციით კიდე კარგად ვართ სადაც ვართ ?
პ.ს იუსტიციის მინისტრი ლიდერობს!”, – წერს ნინო ზამბახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g