”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს.
ესენი არიან: გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი, გიორგი კარბელაშვილი, პაატა ლეჟავა, შოთა მალაშხია.
”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოს 200-კაცისგან შემდგარი პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა.