LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი გვახარია: „ერთუჯრედიანი ვაჟკაცები ვარსკვლავებად ქართულმა მედიამ აქცია…“

773
gogi-gaxaria-news

გოგი გვახარია ფოლმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ უკანასკნელი ილუზია იმსხვრევა იმისა, რომ ქართული საზოგადოება ოდნავ ჰუმანური გახდა.

გთავაზობთ ცნობილი კინომცოდნის პოსტს:

„ამ კვირაში იმდენ ფაშისტს დაეთმო სატელევიზიო ეთერი, რომ მეეჭვება ეს ზიზღი, ეს ტყუილი, ეს სიმყრალე კარგმა ფილმმა გადაწონოს.

არგუმენტი “ესაა ჩვენი საზოგადოება”, “ეს ხალხი საზოგადოების ერთი ნაწილის აზრს გამოხატავს” ვიღაცისთვის შეიძლება მართლაც არგუმენტია, ვიღაცისთვის კი უკანასკნელი ილუზიის მსხვრევაა, იმ იმედთან განშორებაა, რომ ქართული საზოგადოება ოდნავ უფრო ჰუმანური გახდა.

ამიტომაც როცა ლევან აკინის ფილმს ნახავთ და ეკრანიდან გაიგონებთ ფრაზას “წადი ამ ქვეყნიდან!”, თუკი ამ დროს, დარბაზში თვალცრემლიანი მაყურებელი შენიშნეთ, იცოდეთ, ეს ის ხალხია, ვინც ერთი კვირის განმავლობაში უყურებდა ტელეეთერებში ვარსკვლავებად ქცეულ ერთუჯრედიან ვაჟკაცებს, რომლებიც ვარსკვლავებად სწორედ ქართულმა მედიამ აქცია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g